Friday, November 17, 2017

„სულის თავისუფლებას ვერ ხედავ, მაგრამ უნდა შეიგრძნო“ – ლიკა ზენდერის თითებით შექმნილი „ბილიკი“





„სულის თავისუფლებას ვერ ხედავ, მაგრამ უნდა შეიგრძნო“ – ლიკა ზენდერის თითებით შექმნილი „ბილიკი“
13:38 11.11.2017 „სულის თავისუფლებას ვერ ხედავ, მაგრამ უნდა შეიგრძნო“ – ლიკა ზენდერის თითებით შექმნილი „ბილიკი“
გუშინ, 10 ნოემბერს, IArt Gallery–ში  თანამედროვე ქართველი მხატვრის, - ლიკა ზენდერის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
მხატვარი საქართველოსთან ერთად, შვეიცარიაშიც მოღვაწეობს და ეს უკვე მისი რიგით მე-7 გამოფენაა. ლიკას 15 ნახატი დღემდე შვეიცარიაში, ექსპოზიციაზა წარმოდგენილი. მხატვარს განსაკუთრებული სტილი აქვს. ის არა ფუნჯებით, არამედ თითებით ხატავს, რაც მის უნიკალურობას უსვამს ხაზს. თითოეულ ნახატში ფერებით გადმოცემული სულიერი სამყარო ჩანს, თავისუფლების განსაკუთრებული, მსუბუქი და მძაფრი შეგრძნებები.  სიმშვიდის ჰარმონია, ბობოქარი, მღელვარ, და თამამი შეძახილები სამყაროს მიმართ. თითოეული ნახატი თავისი უნიკალურობით გამოირჩევა და თავისკენ გიხმობს. გულგრილად ვერ ჩაუვლი, თუ კარგად არ ჩასწვდი და არ ჩაიკითხე მხატვრის ჩანაფიქრი, თუ კარგად არ დაგაფიქრა ცხოვრებაზე, თუ როგორი მძიმეა და ამავე დროს მშვენიერი, ბედნიერი, ხალისიანი.  ნამუშევრების ფერთა გამაც კი გადმოსცემს მხატვრის შინაგან სიღრმეებს.

გამოფენიდან  გამოსულს კი თავში უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა გრჩება – ნეტავ რატომ? როგორ? რისთვის? საიდან ასეთი  და ამდენი მოზღვავებული ემოცია?
ლიკა ზენდერი „ჯორჯიან თაიმსს“ საკუარ თავზე, ნამუშევრებზე და ემოციებზე გაესაუბრა:

– ერთი წელია, რაც ამ თემაზე ვმუშაობ. ამ აბსტრაქციებში ჩემი შინაგანი სამყარო და ემოციაა  ჩაქსოვილი. მაყურებელს საშუალებას ვუტოვებ, რომ დაინახონ ის, რაც მათ სურთ. გამოფენას „ბილიკები“ ჰქვია, რომელიც მხატვრობაში  ჩემს განვლილ გზას ნიშნავს, - თუ როგორ გავიზარდე 2012 წლიდან დღემდე. მე თვითონ ვამაყობ იმით, რომ ტყუილად არ მიწვალია და არ მიშრომია. გამოფენაზე სულ 25 ნამუშევარია წარმოგენილი, ძირითადად აბსტრაქციული ჟანრია და ასევე, ბსტრაქცია გადატანილი მაქვს ფიგურებში.

– რომელი მთავარი გრძნობა დომინირებს თქვენს ნახატებში? თქვენი მუზა რა არის?
– ყოველთვის ვმუშაობ: დღე, შუადღე, ღამე - უფრო იშვიათად. სრულიად ფხიზელი თვალით, არანაირი ალკოჰოლი, რადგან, ვფიქრობ, რომ ადამიანი ფხიზელი თვალით უფრო მეტად აღიქვამს სამყაროს, უფრო მეტად იღებს ინფორმაციას ზევიდან და რაც მთავარია, ეს არის ღმეთის საჩუქარი, რადგან, მე თვითნასწავლი ვარ. ყველანაირი ჩარჩო ჩემთვის მიუღებელია.  ეს არის ჩემი ხედვა.
– რა მთავარ მესიჯს უგზავით მნახველს?
– ჩემი მთავარი მესიჯია – „სულის თავისუფლება“. უნდა გახსნა სული და ამის შემდეგ, უფრო ლამაზად შეხედავ ცხოვრებას, სამყაროს. ადამიანებს უფრო მეტი სითბო უნდა დაანახო, ცხოვრება ხომ მაშვენიერია. სულის თავისუფლებას ვერ ხედავ, მაგრამ უნდა შეიგრძნო და ინარნარო, ისე როგორც პეპლები ნარნარებენ.

– როდის აღმოაჩინეთ, რომ თითბეით შეიძლებოდა ხატვა?
– ჩემს ცხოვრებაში იყო მძიმე პერიოდი, თუმცა, ამ ნიჭს, რომელიც საკუთარ თავში აღმოვაჩინე, ღმერთის მხრიდან ჩემს დახმარებას მივაწერ. მაშინ მართლა მჭირდებოდა რაღაც, რომ ცუდი არ გამეკეთებინა.  ღმერთს ვთხოვე, მომეცი ნიჭი, რომ ეს საქმე არ გავაკეთო და ზუსტად ორ კვირაში ეს მოხდა. მას შემდეგ გავიზარდე. კრიტიკასაც ვისმენ. ყველაზე კრიტიკული, კი, მაინც  ჩემი მეუღლე. - კრისტიან ზენდერია, რადგან ის რეჟისორია და  უფრო მეტად აღიქვამს სამყაროს, ხელოვნებას, შემოქმედებას, პოეზიას. ყოფილი კულტურის მინისტრი გახლდათ შვეიცარიაში. თუ რამეს ვაკეთებ, მას ვეკითხებიი: – მოგწონს?

– საყვარელი ფერი თუ გაქვთ და როგორ არჩევთ ფერებს ნახატისთვის?
– შაბიამისფერი, რადგან ის სიცოცხლესთან ასოცირდება. ფერებს არასდროს ვარჩევ, რადგან არ ვიცი, რას ვიწყებ, ეს თავისით მოდის...

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– მომავალში ისევ ვაპირებ გამოფენის მოწყობას შვეიცარიაში, იქ დღემდე არის ჩემი ნამუშევრები გამოფენილი. სამომავლოდ, ჰოლანდიაშიც მინდა გასვლა და იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.



გამოფენა შეაფასა და საკუთარი შთაბეჭდილება გაგვიზიარა „ჯორჯიან თაიმსის“ მთავარმა რედაქტორმა – ნანა გაგუამ:

„ფერთა სიმფონია ლიკას ხელებშია“– ეს არის სრულიად უნიკალური ფერწერა სტილით, რომელიც იხატება არათუ ფუნჯით, არამედ, - თითებით. მოითხოვს ძალიან დიდ შრომასა და ძალისხმევას. უბრალოდ, გაოცებული ვარ ფერთა ასეთი შეხამებით ... ის მართლაც უნიჭიერესია...“

,,ჯორჯიან თაიმსი" წარმატებებს უსურვებს ცხოვრებასავით ფერად და სიცოცხლესავით საინტერესო, უნუჭიერეს ხელოვანს!

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

1 comment: